"კოალიცია ცვლილებისთვის" განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა იმ ადამიანების დასანქცირების მოთხოვნისთვის, ვინც არჩევნების გაყალბებაში იყო ჩართული.
ელენე ხოშტარიამ კოალიციის დღევანდელ პრეზენტაციაზე, სადაც გაყალბების მტკიცებულებები წარადგინეს, აღნიშნა, რომ ეს მიმართულება სახელების და გვარების დონეზეა.
"უკვე არსებობს კონკრეტული სახელები და გვარები, მაგალითად, ის რეგისტრატორები... ეხლა ყველაფერს არ მოვყვები, რომლებიც დიახ, გამოვლენილები იქნებიან ამ დანაშაულში იმიტომ, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. პლუს, გარდა ცესკოს სისტემისა, მოსამართლეები, რომლებიც კრიმინალს ჩადიან, კალანდარიშვილი თავად გვთავაზობს თავს კრიმინალად, მოადგილე ჯავახიშვილი, ბევრი ინფორმაციაა. ეს მიმართულება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვმუშაობთ მათ შორის, ამაზე პარტნიორებთან. ამერიკის განცხადებებში სანქციების, იყო საუბარი, რომ ერთ-ერთი ფოკუსი სანქციების ეს არის სწორედ გამყალბებლები. მე ამერიკელების ნაცვლად ვერ ვისაუბრებ კონკრეტულად რა ტიპის სანქციები, როდის და როგორ იქნება, მაგრამ დიახ, ეს მიმართულება სახელების და გვარების დონეზე არის." აღნიშნა ხოშტარიამ.