გუშინ, მთელი სისავსით ვიხილეთ სიცრუეც, დამორჩილების სურვილიც, არეულობისკენ მოწოდებაც; განსაკუთრებით უხვად კი - ქართველების სიყვარულად შემოსაღებული იუდას ამბორი. და ეს ყველაფერი - ევროპის სახელით, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.
“ქუთაისის წინასაარჩევნო ღონისძიებაზე ვთქვი, თუ როგორ წარმოგვიჩენენ ომს მშვიდობად, ცალ ფეხზე დგომას - თავისუფლებად, სიცრუეს - ჭეშმარიტებად, იუდას ამბორს - ქართველი ხალხის სიყვარულად.
გუშინ, მთელი სისავსით ვიხილეთ სიცრუეც, დამორჩილების სურვილიც, არეულობისკენ მოწოდებაც; განსაკუთრებით უხვად კი - ქართველების სიყვარულად შემოსაღებული იუდას ამბორი.
და ეს ყველაფერი - ევროპის სახელით“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
გუშინ, 11 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე აქცია „ჩვენ ვართ ევროპა“ გაიმართა. შეკრებილ საზოგადოებას ქართული ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, სიტყვით მიმართეს 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებმა. დემონსტრანტები დელეგაციის წევრებს ოვაციებით და ტაშით შეხვდნენ.