დამიჯერეს და სპორტის სასახლესთან აღარ მიდიან, ფოთოლს აღარ ჩამოაგდებენ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში ოპოზიციაზე წერს.
გუშინ მდინარაძე რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას გამოეხმაურა და დაწერა:"აქციები ისე ჩატარდეს, ფოთოლი არ ჩამოვარდეს!".
დღეს, ცნობილი გახდა, რომ ოპოზიცია, რომელმაც სპორტის სასახლესთან სამშაბათს, 5 ნოემბერს 14 საათზე აქცია დაგეგმა, გადაწყვეტილება შეცვალა და საპროტესტო აქცია დღეს, 15 საათისთვის თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან გადაიტანა.