ხატია დეკანოიძეს ამ ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი აქვს ნათქვამი, ეს ქვეყანა ერთხელ უკვე გაყიდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შეკითხავზე, რომ ერთ-ერთი ადამიანი, რომელმაც სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია , რომ პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს რუკის სლაიდზე არ ჩანდა ოკუპირებული ტერიტორიები, ხატია დეკანოიძე იყო, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა:
„ხატია დეკანოიძეს ამ ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი აქვს ნათქვამი. ეს ქვეყანა ერთხელ უკვე გაყიდა, რათა პოლიციის ხელფასი მიეღო უკრაინაში. ხატია დეკანოიძისგან ამ ქვეყნის სიყვარულთან დაკავშირებით შენიშვნებს თუ განცხადებებს ვერ მივიღებთ. როგორც პასპორტი მოგვიგდო ქართველ ხალხს და წავიდა, რათა უკრაინის პოლიციელის ფორმა ჩაეცვა და იქ ხელფასი აეღო, მიხედოს თავის წარსულს. ვინმეს თუ პრობლემა აქვს ფერების აღქმაში, არ ვიცი, სისულელეა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.