პარტია „გახარია საქართველოსთვის” აცხადებს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს პოლიტიკოსებსა და სადამკვივრვებლო მისიებზე ფარული მეთვალყურეობა მიდიოდა.
კახა ქემოკლიძის თქმით, ე.წ. ოპერატიული თანამშრომლები რუსეთიდან შემოვიდნენ. მისი თქმით, სწორედ რუსმა წყვილმა გადაიღო გიორგი გახარიასა და "აირაის" მისიის წარმომადგენლის შეხვედრის ამსახველი ფოტო, რომელიც შემდეგ სამთავრობო მედიაში გავრცელდა.
„12:30 დან 12:30-მდე შედგა ეს შეხვედრა ერთ-ერთ კაფეში თბილისში 17 სექტემბერს. ეს პროპაგანდისტული გზავნილი "ნიუსი" იმედმა გამოიტანა სამი დღის თავზე, 20 სექტემბერს. ეს ფოტო, რომელიც ჩვენი ღრმა რწმენით გადაღებული იქნა რუსი ოპერატიული თანამშრომლების მიერ, როგორ აღმოჩნდა ტელეკომპანია იმედის ხელში, ეს არის ძალიან საინტერესო ფაქტი. თეორიულად, ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მათ შეიძლება აგენტურული ქსელი ჰქონდეთ ამ ტელეკომპანიაშიც კი, სხვადასხვა არხების მეშვეობით. მაგრამ, თეორიულად ასევე შესაძლებელია, რომ მათ ჰყავდეთ, ე.წ. გამტარი, შუამავალი, რომელიც შეიძლება იყოს ქართული სხვადასხვა ფიგურები ან ისნტიტუციები. დიდი ალბათობით, ეს ორი ადამიანი იყო რუსეთის მოქალაქე, რომლებიც, მაღალი ალბათობით, ფარულ მეთვალყურეობას აწარმოებდნენ ან ოპოზიციურ ლიდერზე, ან სადამკვირვებლო მისიის დირექტორზე. 17-20 სექტემბერი არის პერიოდი, როდესაც აქტიური დისკუსია მიდიოდა "ლელოს" და გახარიას პარტიის გაერთიანებსი შესახებ. ოცნება მაშინ ძალიან ნერვიულობდა ამ გაერთიანებასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით ისინი მანევრირებდნენ და ცდილობდნენ ერთი მხარეც დაეზიანებინათ და მეორე მხარეს საინფორმაციო მანიპულირებით და ეს არის სწორედაც ლოგიკა, თუ რატომ შეიძლება ყოფილიყო ან გახარია, ან აირაის დირექტორი უშუალო სამიზმე", - აცხადებს "პირველებთან" ქემოკლიძე.
პარტია ახლა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების ქმედებას ელოდება.
„ის, რომ ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით საჯარო პოსტი დავდეთ, ეს არის დე-ფაქტო მიმართვა სახელმწიფოს სტრუქტურებისთვის. შესაბამისად, მათ თუ აქვთ პოლიტიკური მიზანი და მზაობა იმისთვის, რომ ეს საქმე იქნას გამოძიებული, რაც, ჩემი აზრით, ძალიან მარტივია - არის ლოკაცია, არის დრო, არის თარიღი, დარწმუნებული ვარ, იქნება ვიდეო-ჩანაწერებიც. თუ ამის მზაობა იქნება, ისინი ამას ძალიან ამრტივად გააკეთებენ", - ამბობს ქემოკლიძე.