პარასკევს, 1-ელ ნოემბერს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გამოაცხადა უკრაინისთვის 425 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გადაცემის შესახებ, რომელიც მოიცავს საზენიტო რაკეტებს, ჭურვებსა და ჯავშანტრანსპორტიორებს. იუწყება BBC
პენტაგონის პრესრელიზის თანახმად, უკრაინას გადაეცემა:
რაკეტები NASAMS-ის ტიპის საზენიტო სისტემებისთვის;
რაკეტები Stinger-ის ტიპის გადასატანი საზენიტო კომპლექსებისთვის;
რაკეტები HIMARS-ის კომპლექსებისთვის;
საბრძოლო მასალები თვითმფრინავებისთვის;
აპარატურა და საბრძოლო მასალა დრონების წინააღმდეგ საბრძოლველად;
155 მმ და 105 მმ კალინრის ჭურვები;
ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები Javelin-ებისა და სხვა სისტემებისათვის;
Stryker-ის ჯავშანტრანსპორტიორები;
მცირე ზომის იარაღი და ტყვიები;