ბელარუსული მედიის ცნობით, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ მინსკის ევრაზიის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოში მიმდინრაე მოვლენებზე ისაუბრა.
„აბა, რა გააკეთეს ქართველებმა? მათ ქვეყანაში სურთ გამჭვირვალობა: პოლიტიკაში, ეკონომიკაში და ა.შ. ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკანონმდებლო დონეზე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები და ამავდროულად გაიმეორა ზუსტად ის, რაც ამერიკაშია და უფრო რბილადაც კი. მათ წინასწარ გაიარეს კონსულტაცია. მაგრამ ბიძია ჯომ ან ვინმე სხვამ ევროკავშირში, გაიღვიძეს და ასე არ იფიქრეს, ასე არ შეხედეს - ანადგურებენ ქვეყანას.
რუსეთს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებენ.
თუმცა, რუსეთს არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც ამ ქვეყანაში ხდება. ჩვენ ნამდვილად ვნერვიულობდით ქართველების გამო BRICS-ის ბოლო სამიტზე, საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებთან შეხვედრაზე.
ქართველებს, რომლებიც საბჭოთა კავშირში ყველაზე მაგარი ბიჭები იყვნენ, მაგარი კაცები. რაღაც ლგბტს-ს ახვევენ თავს. ამას ქართველები არ მიიღებენ: ბავშვობიდან ქალებს დასდევენ. ისინი კიდე ლგბტ-ო! კავკასიაში ლგბტ-ო! - თქვა ლუკაშენკამ