მოძრაობა "თავისუფლების მოედანი" წინააღმდეგობის მოძრაობას იწყებს. ამის შესახებ მოძრაობის ლიდერებმა დედა ენის ბაღში გამართულ პრესკონფერენცია განაცხადეს.
ლიდერების განცხადებით, წინააღმდეგობის მოძრაობის მიზანია არჩევნების გაყალბების გამოძიება და ამ გაყალბებაში მონაწილე პირთა გამოვლენა.
ჩვენ ვართ თავისუფალი მოქალაქეები, ამიტომ ვიწყებთ წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც იქნება საყოველთაო, მშვიდობიანი, დემოკრატიული და იქნება კანონიერი, რა თქმა უნდა. ამ მოძრაობის ადგილი იქნება ყველგან. ჩვენ ვიმოქმედებთ ქუჩებშიც, აუდიტორიებშიც, პარკებშიც, არა მხოლოდ თბილისში, საქართველოს ყველა რაიონში, ქალაქსა და სოფელში.
ჩვენ შევეცდებით, გამოვიძიოთ გაყალბება, რაც მოხდა. ჩვენ იდენტიფიცირებას გავუწევთ იმ ადამიანებს, ვინც მონაწილეობდა ამ გაყალბებაში, ჩვენ შევზღუდავთ ხელისუფლების წევრებს და მათ მოქმედებებს, საჯარო სივრცეში ჩავატარებთ ახალი ტიპის აქციებს. ეს არ იქნება მხოლოდ მასობრივი აქციები, არამედ იქნება აქციები, რომელიც დაანახებს ადამიანებს იმას, თუ რა მოხდა საქართველოში და რატომ არის მნიშვნელოვანი ამაზე მათი რეაგირება.
ჩვენ ვიკრიბებით ხვალ, საღამოს 7 საათზე მზიურში და გვინდა, რომ ჩვენს ყველა მეგობარს, თანამოაზრეს და ყველა თავისუფალ მოქალაქეს ვუთხრათ, რომ შემოგვიერთდნენ მზიურში იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ შემდეგ ნაბიჯებზე”, – განაცხადა სიმონ ჯანაშიამ.