უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთმა დღეს საქართველოში გაიმარჯვა, რადგან ქვეყანამ რუსეთთან მეგობრობა არჩია დაარა ევროკავშირისკენ მიმავალი გზა.
ამის შესახებ ზელენსკიმ საერთაშორისო მედიის წარმომადგემლებს განუცხადა.
ზელენსკის თქმით, რუსეთმა საქართველოში გაიმარჯვა ჯერ ტერიტორიის ნაწილის დაკავებით, შემდეგ კი პოლიტიკისა და ხელისუფლების შეცვლით.
„უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს რუსეთმა გაიმარჯვა საქართველოში, ჯერ მიიტაცეს საქართველოს ნაწილი, მერე შეცვალეს პოლიტიკა, შეცვალეს ხელისუფლება და ახლა არის პრორუსული ხელისუფლება, პრორუსული პოზიციები.
პუტინის წინააღმდეგ სანქციები არ არსებობს, საქართველოში ბევრი რუსია. მათი არჩევანი რუსეთთან მეგობრობაა, მათი არჩევანია არ გაწევრიანდნენ ევროკავშირში. მათ პოზიცია შეცვალეს.
დღეს რუსეთმა გაიმარჯვა. მათ საქართველოს თავისუფლება წაართვეს “, - თქვა ზელენსკიმ.