უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ირანს ჯერ არ მიუწოდებია რუსეთისთვის რაკეტები, მაგრამ ქვეყნები ამაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
„ისინი [ირანი და რუსეთი] აწარმოებენ სიღრმისეულ დიალოგს იმ რაკეტების შესახებ, რომლებიც ირანს შეუძლია მიაწოდოს რუსეთს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მათ ჯერ არ მიუწოდებიათ რაკეტები, მაგრამ ამაზე საუბრობენ და ეს ჩვენი შეშფოთების მიზეზია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ირანი რუსეთს აწვდის "შაჰედის" ტიპის მოიერიშე დრონებს და მისცა რუსეთის ფედერაციაში მათი წარმოების ლიცენზია.