იაპონიაში, 27 ოქტომბერს გამართული არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, მმართველმა კოალიციამ დაკარგა უმრავლესობა, ოპოზიციამ კი მეტი ადგილი მოიპოვა პარლამენტის ქვედა პალატაში. იუწყება BBC
ახლა მმართველი კოალიციის ბედი მოლაპარაკებების გზით გადაწყდება.
ოფიციალური მონაცემებით, ბლოკი, რომელიც შედგება პრემიერ- მინისტრ შიგერუ იშიბას ლიბერალური დემოკრატიული პარტიისა (LDP) და პარტია კომეიტოსგან“, იღებს 215 ადგილს უმრავლესობისთვის საჭირო 233 ადგილიდან, ხოლო ოპოზიციური პარტიები 250-ს.
ამრიგად, ამ შედეგებმა შესაძლოა, დაასრულოს ლიბერალ-დემოკრატების ერთპიროვნული მმართველობა.
BBC-ის ცნობით, ახლა, ხელისუფლებაში დარჩენისთვის, LDP-ს, რომელიც ხელისუფლებაში 1955 წლიდან არის, მოუწევს კოალიციაზე მოლაპარაკება იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომელთა წინააღმდეგაც იბრძოდა დაძაბულ არჩევნებში და ეს გააკეთება სუსტი პოზიციებით. ეს ნიშნავს, რომ პარტიას მოუწევს დათმობაზე წასვლა.
იშიბამ უკვე განაცხადა, რომ აპირებს მოლაპარაკებას ოპოზიციურ პარტიებთან.