უპირველესი ამოცანა გვაქვს მტკიცებულებებით დავამტკიცოთ ამ არჩევნების გაყალბება, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, პარტიის წევრები დევანდელ აქციაზე იქნებიან.
“კატეგორიულად მიუღებელია ეს „კი“ ან „არა“ ტონი და ფეხების ბაკუნი ზოგიერთი ბიძინას ფეიროლზე მსხდომი და ზოგიც სასარგებლო იდიოტი ხალხისგან. ამ ისტერიკამ ბევეჯერ გააკეთა „ოცნების“ საქმე და ხალხსაც ყელში აქვს ამოსული. ესაა პოლიტიკური პროცესი და არა საბავშვო ბაღი. ხალხს ნუ ზაფრავთ და დაბნეულობა ნუ შეგაქვთ.
ეს არჩევნები არ გამოხატავს ხალხის ნებას!
ამ პარლამენტს არ ექნება ჩვენგან ლეგიტიმაცია!
უპირველესი ამოცანა გვაქვს მტკიცებულებებით დავამტკიცოთ ამ არჩევნების გაყალბება. დიდი ხანია ეს პროცესი დაწყებული გვაქვს და მივიყვანთ ბოლომდე!
დღევანდელ აქციაზე, რა თქმა უნდა, ვიქნებით!
ამიტომ, ემოციები დაიცხრეთ და ნუ მავნებლობთ“, - წერს ნათია მეზვრიშვილი.