პრეზიდენტი საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგებს ეხმაურება.
"ევროპული საქართველო, არჩევნების გაყალბების მცდელობის მიუხედავად და დიასპორის ხმების გარეშე, 52%-ით იმარჯვებს... საქართველომ აჩვენა დემოკრატია, ევროპულობა და სიმწიფე.. ვამაყობ და დარწმუნებული ვარ ჩვენს ევროპულ მომავალში", - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.
საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის დასრულებისთანავე, ტელეკომპანიებმა "იმედმა", "მთავარმა არხმა" და "ფორმულამ" ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნეს.
"იმედის" ეგზტიპოლი "გორბმა" ჩაატარა. შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
• ქართული ოცნება - 56,1%;
• ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა - 11,6;
• კოალიცია ცვლილებისთვის - 12,6%;
• ძლიერი საქართველო - 7;
• გახარია საქართველოსთვის - 4,8;
• გირჩი - 3;
• პატრიოტთა ალიანსი - 2,2;
• სხვა - 2,7.
"მთავარი არხის" დაკვეთით ეგზიტპოლი ჩაატარა HarrisX-მა:
• ქართული ოცნება - 42%;
• ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა - 13%;
• კოალიცია ცვლილებისთვის - 18%;
• ძლიერი საქართველო - 9%;
• გახარია საქართველოსთვის - 8%.
"ფორმულის" დაკვეთით კი ეგზიტპოლი ჩაატარა Edisson Research-მა:
• ქართული ოცნება - 40,9%;
• ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა - 16,7%;
• კოალიცია ცვლილებისთვის - 16,7%;
• ძლიერი საქართველო - 10,3%
• გახარია საქართველოსთვის - 8,2%;
• გირჩი - 2,3%;
• პატრიოტთა ალიანსი - 2%;
• ლეიბორისტული პარტია - 2%;
• სხვა - 0,9%.