ორგანიზაცია “ჩემი ხმის” დამფუძნებელმა, ლონდა თოლორაიას თქმით, მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ორგანიზაციის დამკვირვებელზე ფიზიკურად იძალადეს.
"ახლახანს, მატყობინებენ ინფორმაციას, რომ ჩვენი ხმის ერთ-ერთი დამკვირვებელი, მარნეულში, 79-ე უბანზე გახდა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით" – ამბობს თოლორაია.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო მარნეულის უბნიდან, სადაც ჩანს, როგორ ყრიან ბიულეტენებს საარჩევნო ყუთებში.