რუსეთის ძალებმა 25 ოქტომბრის საღამოს კიევზე დრონებით იერიში მიიტანეს.
კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ცნობით, კიევის სოლომენსკის რაიონში ერთ-ერთ მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დრონი დაეჯახა. ცეცხლი გაუჩნდა მე-17, მე-18 და მე-19 სართულებს.
კიევის საქალაქო ადმინისტრციის ინფორმაციით, კორპუსიდან განხორციელდა მაცხოვრებლების ევაკუაცია მიმდინარეობს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ შევჩენკოს რაიონში დრონის ნამსხვრევები ღია ტერიტორიაზე ჩაცვივდა. წინასწარი, დაშავებულები არ არიან.