ჩამოვედი საქართველოში, როგორც საერთაშორისო დამკვირვებელი, - წერს სოციალურ ქსელში უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში შემოსვლისთანავე პრობლემები შეექმნა.
"ახლახან ჩამოვედი საქართველოში.
დელეგირებული ვარ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ, როგორც საერთაშორისო დამკვირვებელი ხვალ დაგეგმილ არჩევნებზე. თავგადასავლები აეროპორტშივე დაიწყო.
აღმოჩნდა, რომ პასპორტის მქონე ყველა მამაკაცი დამატებით შემოწმებას ექვემდებარება. ჩვენ პასპორტის კონტროლზე სხვა მგზავრებზე მეტხანს გაგვაჩერეს", - წერს ოლექსი გონჩარენკო სოციალურ ქსელში.