„ქურთისტანის მუშათა პარტიამ” 23 ოქტომბერს ანკარაში მდებარე აეროკოსმოსურ კომპანიაზე (TUSAŞ) მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო.
როგორც ცნობილია, თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაიჭრა. დაღუპულებს შორის კომპანიის ოთხი თანამშრომელი და ტაქსის მძღოლია, რომელმაც თავდამსხმელები სათავო ოფისთან მიიყვანა.
„ქურთისტანიის მუშათა პარტიის “ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ანკარაში თავდასხმა ორგანიზაციის დაჯგუფების, „უკვდავთა ბატალიონის“ ორმა წევრმა, ასია ალიმ და როჟარ ჰელინმა განახორციელა.
ანკარაში თავდასხმა თურქეთის ხელისუფლებამ ტერორისტულ აქტად შეაფასა და ერაყსა და სირიაში ქურთების პოზიციები დაბომბა.