უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეელ ჯარისკაცებს უკრაინის წინააღმდეგ ომში რამდენიმე დღეშო ჩართავს.
ზელენსკი Telegram-ზე წერს, რომ დაზვერვის მონაცემების თანახმად, ჩრდილოეთ კორეელები ისინი საბრძოლო ზონაში 27 და 28 ოქტომბერს გამოჩნდებიან.
მან დასავლელ მოკავშირეებს მოსკოვისა და ფხენიანის მთავრობებზე ზეწოლისკენ მოუწოდა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 25 ოქტომბერს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა და ჩრდილოეთ კორეა, საჭიროების შემთხვევაში, გადაწყვეტენ სამხედრო დახმარების გაწევის საკითხს.
აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ცნობით, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები უკვე რუსეთში იმყოფებიან.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი კურსკის რეგიონში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების განთავსებას გეგმავს.
დასავლეთის ქვეყნები ამბობენ, რომ ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების ჩართვა კონფლიქტის ესკალაციის ახალი ეტაპი იქნება.