უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს უკრაინაში ვიზიტზე უარი უთხრა. ინფორმაციას გამოცემა AFP ავრცელებს.
ხუთშაბათს ყაზანში BRICS-ის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას გუტერეშმა ვლადიმირ პუტინს მოუწოდა "სამართლიანი მშვიდობისკენ“ უკრაინაში ომის დასრულების მიზნით, მაგრამ სამიტში მისმა მონაწილეობამ კიევში აღშფოთება გამოიწვია.
„ყაზანის შემდეგ გუტერეშს სურდა უკრაინაში ჩამოსვლა, მაგრამ პრეზიდენტმა მას ვიზიტი უარი უთხრა. ამიტომ, გუტერეში აქ არ იქნება, განსაკუთრებით ყაზანში საღი აზრისა და საერთაშორისო სამართლის დამცირების გამო“, - განუცხადა AFP-ს უკრაინის პეზიდენტის ოფისის წყარომ.
გუტერეშმა ყაზანში პუტინთან მოლაპარაკების დროს გაიმეორა, რომ „რუსეთის შეჭრა უკრაინაში გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა“.
მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო გუტერეშის გადაწყვეტილება თათარეთის დედაქალაქში ვიზიტის შესახებ და აღნიშნა, რომ ის შვეიცარიაში სამშვიდობო სამიტს არ დასწრებია.
”ეს არის არასწორი არჩევანი, რომელიც არ უწყობს ხელს მშვიდობას, მაგრამ მხოლოდ ზიანს აყენებს გაეროს რეპუტაციას”, - ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცახდებაში.