მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს თქმით, მოლდოვის მომავალი კვლავ საფრთხეშია.
როგორც სანდუმ აღნიშნა, 20 ოქტომბრის არჩევნების დროს თავისუფლებაზე უპრეცედენტო თავდასხმა განხორციელდა.
მან სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა, უზრუნველყონ საარჩევნო პროცესის სამართლიანობა მეორე ტურში.
"მოვუწოდებ სახელმწიფო ორგანოებს, უზრუნველყონ საარჩევნო პროცესის სამართლიანობა, გამოაქვეყნონ გაყალბების მტკიცებულებები და დასაჯონ დამნაშავეები ხმების მოსყიდვაში. სასამართლო სისტემა ახლაც თუ არ გაიღვიძებს, მოლდოვის მომავალი ათწლეულების განმავლობაში საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება". - თქვა სანდუმ.
მაია სანდუ აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში იმ ხალხის მობილიზაციის იმედი აქვს, რომლებიც ხედავენ, რომ ქვეყანა ალყაშია.
მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ხმების 42% აიღო. მეორე ადგილზე გასულ პრორუს კანდიდატს, ალექსანდრ სტოიანოგლოს მოსახლეობის 26%-მა დაუჭირა მხარი.
არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება.