დარწმუნებული ვარ, კოალიციურ პარტნიორებთან ერთად მოვახდენთ შემდეგი კოალიციური ხელისუფლების ფორმირებას, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების ცვლილების ყველაზე მყარი და საიმედო გარანტი არის „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“.
„ძალიან მაღალია საერთაშორისო მედიის ინტერესი ხვალინდელი ისტორიული არჩევნების მიმართ, ამაზე მოწმობს მათ შორის ბრიფინგი, რომელიც გავმართეთ 30 საერთაშორისო ჟურნალისტთან. ვისაუბრეთ მოლოდინებზე, დარწმუნებული ვარ, ხვალინდელ ისტორიულ არჩევნებზე ქართველი ხალხი, საქართველოს მოქალაქეები გააკეთებენ ევროპულ არჩევანს. ყველაზე მყარი და საიმედო გარანტი ხელისუფლების ცვლილების, ივანიშვილის მოშორების არის ნომერი 5, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“. დარწმუნებული ვარ, ერთიანობით შევცვლით ხელისუფლებას ხვალ და უკვე კოალიციურ პარტნიორებთან ერთად მოვახდენთ შემდეგი კოალიციური ხელისუფლების ფორმირებას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.