სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ოფიციალურად განაცხადა, რომ მონღოლეთმა დაარღვია რომის სტატუტი, როდესაც უარი თქვა ვლადიმირ პუტინის დაპატიმრებაზე ქვეყანაში ვიზიტის დროს.
შემდგომი ქმედებების საკითხი გადაეგზავნა ICC-ის წევრი სახელმწიფოების ასამბლეას "მონღოლეთის უარის სერიოზულობის გამო", - ნათქვამია ორგანიზაციის პრესრელიზში.
უცნობია, რა შედეგები ელოდება მონღოლეთს: სასამართლოს არ აქვს მექანიზმები, რომ აიძულოს სახელმწიფო შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.
პუტინი მონღოლეთს სექტემბერში ეწვია. ეს იყო რუსეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი იყო ქვეყანაში, რომელიც რომის სტატუტის ხელმომწერია, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2023 წლის მარტში პუტინის დაპატიმრების ორდერის გამოცემის შემდეგ.
რუსეთის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იურისდიქციას არ აღიარებს.