მედიის სამი თანამშრომელი დაიღუპა სამხრეთ ლიბანში ისრაელის თავდაცვის ძალების თავდასხმის შედეგად. იუწყება Reuters
ისრაელის თვითმფრინავებმა იერიში განახორციელეს ქალაქ ჰასბაიაში სამოქალაქო შტაბზე, სადაც ჟურნალისტები იმყოფებოდნენ. გარდა სამი დაღუპულისა, დაშავდა კიდევ ორი ადამიანი
დაიღუპა პროირანული მედიასაშუალების, „ალ-მაიადინის“ ოპერატორი ღასან ნაჯარი და მოჰამედ რედა, ასევე „ჰეზბოლასთან“ დაახლოებული ტელეარხის, „ალ-მანარის“ ოპერატორი.
შენობა, სადაც ჟურნალისტებს ეძინათ, პირდაპირი დარტყმის სამიზნე გახდა.
„ჟურნალისტების საცხოვრებელზე თავდასხმა წინასწარ განზრახული იყო. დაშავებულები არიან სხვა არაბული არხების ჟურნალისტებიც“, – განაცხადა „ალ-მაიადინის“ დირექტორმა, ღასან ბინ ჯიდომ.
ისრაელს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.