ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ გროზნოს გარეუბანში უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს რუსეთის ეროვნული გვარდიის სატვირთო მანქანას. თავდასხმის შედეგად დაიღუპა რუსეთის ერთი სამხედრო მოსამსახურე და კიდევ ეთი დაიჭრა.
ინფორმაციას ВВС ავრცელებს.
ჩეჩნური ოპოზიციური ტელეგრამ-არხები აქვეყნებენ ვიდეოკადრებს, რომლებიც, მათი თქმით, თავდასხმის შემდგომი შედეგია. მასზე ნაჩვენებია სამხედრო მანქანა ნატყვიარებით, გზაზე სისხლის ლაქებია ჩაბს და გარდაცვლილის ცხედარი.
ტელეგრამ-არხები Mash და Baza წერენ, რომ თავდასხმა გროზნოს რაიონის პეტროპავლოვსკაიას დასახლების სადგურზე მოხდა.
Mash-ის ცნობითვე, დაცხრილული სატვირთო მანქანა "ურალი" ეკუთვნის რუსეთის ეროვნული გვარდიის 46-ე ოპერატიულ ბრიგადას, რომელიც ურუს-მარტანშია დისლოცირებული.
გავრცელებული ცნობებით, თავდამსხმელებმა გაქცევა მოახერხეს და მიმდინარეობს მათი ძიება.