ამერიკა დგას ქართველი ხალხის გვერდით ნათელი მომავლისთვის, - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა განაცხადა, ის ქართველი ხალხისთვის სპეციალურ
ვიდეომიმართვას ავრცელებს.
„26 ოქტომბერი არის გადამწყვეტი მომენტი საქართველოს არაჩვეულებრივი ხალხისთვის. ქართველი ხალხი არის მკაფიო: მათ სურთ მთავრობა, რომელიც პატივს სცემს მათ არჩევანს, განაგრძოს მჭიდრო კავშირების ძიება ევროპის დინამიკურ ქვეყნებთან, კანონის უზენაესობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება.
ისინი უარყოფენ ომის დამნაშავე პუტინის მცდელობებს წაართვას ბრძოლით მოპოვებული დამოუკიდებლობა, როდესაც ის მკვლელობებით ცდილობს წარუმატებელი საბჭოთა კავშირის ხელახლა შექმნას.
საქართველოს წინ მიმავალი გზა დაფესვიანებულია თავისუფლებისა და თვითგამორკვევის საერთო ღირებულებებში. ევროკავშირი და ნატო სთავაზობენ უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მომავალს, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებს ეფუძნება.
ქართველ და ამერიკელ ხალხს შორის მეგობრობა ძლიერია და ეფუძნება თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისადმი საერთო ერთგულებას. Megobari-ის სულისკვეთებით, ამერიკა მხარში უდგას ქართველ ხალხს ნათელი მომავლისთვის
მადლობა, ღმერთმა დალოცოს ქართველი ხალხი, ღმერთმა დალოცოს ამერიკა, რომელიც მხარს უჭერს ქართველ ხალხს”, - განაცხადა უილსონმა.