ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკზე რუსეთის იერიშის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ხარკოვის საოლქო პროკურატურა ავრცელებს.
რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ 11 ადამიანი დაშავდა.
რუსეთის ძალებმა კუპიანსკში ადგილობრივი ბაზრის ტერიტორია დაბომბეს.
ნაწილობრივ დაინგრა ორსართულიანი კომერციული შენობა და დაზიანდა საცალო ვაჭრობის ჯიხურები.