არჩევნებამდე ორი დღით ადრე მსგავსი ტიპის რეპრესიები მიუთითებს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე, რომ ივანიშვილი არის სრულ ისტერიკაში. 26 ოქტომბრის საღამოს ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ ახალი ქართული სახელმწიფოს დაბადება - ამის ,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა ფინანსური პოლიციის მიერ დღეს ჩატარებულ რამდენიმე ჩხრეკასთან დაკავშირებით.
"არჩევნებამდე ზუსტად 2 დღით ადრე, მსგავსი ტიპის რეპრესიები მიუთითებს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე, რომ ივანიშვილი არის სრულ ისტერიკაში. ჩვენ ვნახეთ გუშინ თავისუფლების მოედანზე მისი მონური მოწოდებები, ამის ადგილი ამ ქვეყანაში აღარ იქნება 26 ოქტომბრის საღამოს 8 საათზე ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ ახალი ქართული სახელმწიფოს დაბადება, სადაც არ არის ადგილი იმადამიანების, რომლებიც შიშზე, რეპრესიებზე, ამ ქვეყნის მომავლის წართმევაზე და მტრისთვის ბოდიშის მოხდაზე არიან ორიენტირებული. ნამდვილად არ არის გასაკვირი რასაც აკეთებენ, უბრალოდ მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი მათ შორის დაგვიანებულია და მათი მისია ამ ქვეყნის გარუსების შესახებ არ შესრულდება. განაცხადა ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ.