პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ლევან გოგიჩაიშვილს თბილისის მეტროსადგურ “ტექნიკურ უნივერისტეტში”თავს დაესხნენ. ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, პოლიტიკოსი ერთ-ერთ გადაცემაში მონაწილეობისთვის მიდიდოდა, როდესაც მას ორ ათეულამდე უცხო ახალგაზრდა კაცი თავს დაესხა.
გახარიას გუნდში ამბობენ, რომ სავარაუდოდ, თავდამსხმელები "ქართული ოცნების" მხარდამჭერები იყვნენ.