ძლიერი აფეთქება მოხდა ანკარასთან მდებარე აეროკოსმოსური კომპანია Turkish Aerospace-თან (TUSAŞ), რის შემდეგაც საწარმოს ტერიტორიაზე სროლა დაიწყო. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია სამი ადამიანი.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ალი ერლიკაიას ინფორმაციით, ლიკვიდირებულია ორი ტერორისტი.
ადგილზე ამ წუთებში საპოლიციო და სამხედრო დანაყოფები მუშაობენ, მიმდებარე საავტომობილო გზებზე მოძრაობა გადაკეტილია. ანკარის გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.