აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ოთხშაბათს რომში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პენტაგონს უკვე აქვს მტკიცებულება იმისა, რომ ჩრდილოეთ კორელი სამხედროები რუსეთში იმყოფებიან, მაგრამ რას აკეთებენ ისინი იქ ჯერ უცნობია და ეს უნდა გაირკვეს.
ოსტინის თქმით, დეპარტამენტის ანალიტიკოსები აგრძელებენ ამ საკითხის შესწავლას. „ჩვენ ვხედავთ მტკიცებულებებს, რომ ჩრდილოეთ კორეის ძალები რუსეთში გადავიდნენ“,
კონკრეტულად რას აკეთებენ, გასარკვევია. ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა გავარკვიოთ"- თქვა ოსტინმა.
მან აღნიშნა, რომ თუ ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების განზრახვა არის მონაწილეობა მიიღოს რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ, მაშინ ეს არის "ძალიან, ძალიან სერიოზული საკითხი", რომელიც გავლენას მოახდენს არა მხოლოდ ევროპაზე, არამედ ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონზეც.