ხუთნომრიანი მთავარი პარტიაც კი იმდენ ხმას ვერ მიიღებს, რამდენი ადამიანიც იქნება დღეს აქციაზე, - წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე
„დილიდან თურმე ისტერიკაშია ნაცტელევიზიები, ხალხი მოყავთ რეგიონებიდანო. დიახ, ვისაც წამოსვლა უნდა, მთლად ყველას ვერა მაგრამ, მათი მნიშვნელოვანი ნაწილის ტრანსპორტირებას უზრუნველვყოფთ, ნუ ღელავთ ასე.
რეგიონები ადარდებთ და თბილისი რომ თავის სიტყვას იტყვის, იმაზე შეიძლება მართლა დამამშვიდებლები დაჭირდეთ.
მაგრამ რა დაამშვიდებთ, - მათი ხუთნომრიანი მთავარი პარტიაც კი იმდენ ხმას ვერ მიიღებს, რამდენი ადამიანიც იქნება დღეს აქციაზე!“, - წერს მამუკა მდინარაძე.