ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ბოლო 48 საათის განმავლობაში ჰეზბოლას“ სამი მეთაური და 70-მდე მებრძოლი გაანადგურეს. იუწყება Reuters
„სამხრეთ ლიბანში ისრაელის თავდაცვის ძალებიაგრძელებენ შეზღუდულ, ლოკალიზებულ, მიზანმიმართულ რეიდებს ტერორისტული ინფრასტრუქტურისა და „ჰეზბოლას“ მებრძოლების წინააღმდეგ.
ბოლო 48 საათის განმავლობაში ძალებმა სახმელეთო და საჰაერო დარტყმების შედეგად 70-მდე ტერორისტი გაანადგურეს. ოპერაციების დროს, ავიაციისა და დაზვერვის მხარდაჭერით, სამხედრო პერსონალმა აღმოაჩინა და გაანადგურა მიწისქვეშა ტერორისტული ინფრასტრუქტურა და იარაღის საცავები“, - ნათქვამის ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.