ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურა, რომ ჰეზბოლას“ ოფიციალური წარმომადგენელი ჰაშემ საფიდინი 4 ოქტომბერს ბეირუთზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის დროს დაიღუპა. იუწყება The Times of Israel
საფიდინი, ჰეზბოლას აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე, ჰასან ნასრალას მკვლელობის შემდეგ მის მემკვიდრედ მოაზრებოდა.
ისრაელელი სამხედროების თქმით, საფიდინი დაიღუპა ტერორისტული დაჯგუფების სადაზვერვო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ჰუსეინ ალი ჰაზიმასთან ერთად.
ისრაელის იერიშის სამიზნე იყო „ჰეზბოლას“ საიდუმლო დაზვერვის შტაბი ბეირუთში, რომელიც სამხედროების თქმით მდებარეობდა ლიბანის დედაქალაქის სამხრეთ გარეუბანში, დაჰიაში.
ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ „ჰეზბოლას“ დაზვერვის 25-ზე მეტი წევრი, მათ შორის სხვა მაღალი რანგის მეთაურები, თავდასხმის დროს შტაბში იმყოფებოდნენ.
დარტყმის შემდეგ საფიდინი კონტაქტზე აღარ გამოდიოდა, თუმცა ისრაელმა მსი სიკვდილი მხოლოდ ახლა დაადასტურა.
„ჰეზბოლას“ საფიდინის დაღუპვის შესახებ ჯერ არ განუცხადებია.
საფიდინი 2017 წელს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორისტად გამოაცხადა.