უკრაინული მედიის ცნობით, 22 ოქტომბერს საღამოს რუსეთის ძალებმა ქალაქ ხარკოვს შეუტიეს.
ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეჰ სინეგუბოვის ინფორმაციით, მტრის ჭურვები ქალაქის კიევისა და ხოლოდნოგორის რაიონებში ჩავარდა. კიევის რაიონში ჭურვი სასწავლო დაწესებულების სიახლოვეს ჩავარდა, რის შედეგადაც მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელ სახლებს ფანჯრები ჩაემსხვრა. დაშავებულები არ არიან. სინეგუბოვის ცნობით, ხოლოდნოგორის რაიომში იერიშის შედეგად მსუბუქად დაზიანდა ხის ნაგებობები.