აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალ, ძლიერ, სანქციებს დააწესებს. შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა ჯანეტ იელენმა სამშაბათს განაცხადა, რომ აშშ შემოიღებს ახალ მკაცრ სანქციებს, რომელთა მიზანია უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების შეჩერება.
ამის შესახებ ჯანეტ იელენმა საერთაშორისო მონეტარული ფონდისა და მსოფლიო ბანკის შეხვედრაზე ისაუბრა.
იელენმა განაცხადა, რომ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ამ მიმართულებით განუწყვეტლივ მუშაობს.
"სახაზინო დეპარტამენტი დაუღალავად მუშაობს გაყინული რუსული სუვერენული აქტივების ეკონომიკური ღირებულებების განბლოკვაზე და ამ აქტივების გამოყენებით უკრაინის დახმარებაზე", - განაცხადა იელენმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე