პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ ქალაქ პოზნანში რუსეთის საკონსულოს დახურვის შესახებ განაცხადა. იუწყება Reuters.
„მივიღე გადაწყვეტილება, გავაუქმო თანხმობა პოზნანში რუსეთის ფედერაციის საკონსულოს ფუნქციონირებაზე“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, გენერალური საკონსულოს თანამშრომლები ქვეყანაში არასასურველ პირებად იქნებიან აღიარებული. სიკორსკიმ დასძინა, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი, სავარაუდოდ, რუსეთის მიერ „დივერსიის მცდელობაა“.