Reuters/Ipsos-ის ახალი კვლევის თანახმად, აშშ-ს დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს, კამალა ჰარისს რეგისტრირებული ამომრჩევლის 46% უჭერს მხარს, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატ დონალდ ტრამპს კი 43%.
ამასთან, გამოკითხულთა 60%-მა აღნიშნა, რომ ეკონომიკა არასწორი მიმართულებით მიემართება, 65%-მა კი იგივე თქვა მიგრაციის პოლიტიკასთან დაკავშირებით.
Reuters/Ipsos-ის ბოლო გამოკითხვაში მონაწილეობა 4 129 ადამიანმა მიიღო, მათ შორის, 3 481-მა რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა.