რუსეთის ტამბოვის ოლქში ქარხანა „ბიოხიმსა“ და ვორონეჟის ოლქში სამრეწველო საწარმოზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა.
დაიკეტა ნიჟნი ნოვგოროდის აეროპორტი.
ამის შესახებ ტამბოვისა და ვორონეჟის ოლქების გუბერნატორები იუწყებიან.
ტამბოვის ოლქის გუბერნატორის თქმით, „ბიოხიმის“ საწარმოზე აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. მისივე თქმით, დაშავებულები არ არიან.
ვორონეჟის გუბერნატორის თქმით, დრონის ჩამოგდების შემდეგ ის ქარხნის ერთ-ერთ საამქროს დაეცა. მისივე თქმით, არავინ დაშავებულა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე 18 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.