რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ეშინია სამხრეთ კორეის რეაქციის ჩრდილოეთ კორეის მიერ უკრაინაში სამხედროების გაგზავნაზე. ამის შესახებ ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW), ანგარიშშია ნათქვამი. კრემლი შიშობს, რომ სამხრეთ კორეა უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუწევს.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის თანახმად, მოსკოვი ყველანაირად ცდილობს სეულთან დაძაბულობის შემცირებას.
რუსეთის ფედერაციასა და ჩრდილოეთ კორეას შორის მზარდი თანამშრომლობის ფონზე, სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი გეორგი ზინოვიევი დაიბარა.
რუსები ცდილობდნენ ეს ეჩვენებინათ როგორც ჩვეულებრივი ნებაყოფლობითი შეხვედრა და არა დიპლომატიური გამოწვევა და გააცხადეს, რომ რუსეთის ფედერაციასა და ჩრდილოეთ კორეას შორის თანამშრომლობა „არ არის მიმართული სეულის უსაფრთხოების ინტერესების წინააღმდეგ“.
კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვი ცდილობდა დაერწმუნებინა, რომ ამ თანამშრომლობამ „არ უნდა გამოიწვიოს შეშფოთება“ სხვა სახელმწიფოებისთვის და თავად ინფორმაციას რუსეთში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ყოფნის შესახებ „წინააღმდეგობრივი“ უწოდა.
ანალიტიკოსების აზრით, კრემლის წარმომადგენლების ქცევა მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა ძალიან შეშფოთებულია სამხრეთ კორეის მიერ უკრაინისთვის პოტენციური სამხედრო გაწევით.
ეს მიუთითებს მოსკოვის შეშფოთებაზე,რომ სეულთან ურთიერთობის გაუარესების შედეგად რუსეთის უსაფრთხოების ინტერესებს შესაძლოა ზიანი მიადგეს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში.
„ადრე რუსეთი ცდილობდა სეულის კეთილგანწყობის მოპოვებას ჩრდილოეთ კორეაზე მისი მზარდი დამოკიდებულების შედეგების შესარბილებლად“, - აღნიშნავენ ექსპერტები.
სამხრეთ კორეის დაზვერვის მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეა რუსეთის საოკუპაციო არმიის დასახმარებლად 12 ათას სამხედროს გაგზავნის.