სუდანში, სადაც სამოქალაქო ომი მიმდინარეობს, შემთხვევით ჩამოაგდეს არაბეთის გაერთიანებული საამიროებისსატვირთო თვითმფრინავი, რომლის ეკიპაჟი რუსეთის მოქალაქეებისგან შედგებოდა.
მედიის ცნობით, თვითმფრინავი შეცდომით ჩამოაგდეს სუდანის სწრაფი რეაგირების ძალებმა დასავლეთ სუდანში, დარფურში.
სოციალურ ქსელში შესაძლო კატასტროფის ადგილიდან ვიდეოები გავრცელდა.
სუდანში რუსეთის საელჩომ დაადასტურა სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნა, რომლის ბორტზე სავარაუდოდ რუსები იმყოფებოდნენ, თუმცა დეტალებზე არაფერი უთქვამს .
სუდანში პოლიტიკური ვითარება 2023 წლის გაზაფხულზე გაუარესდა. უთანხმოება წარმოიშვა სახელმწიფოს დე ფაქტო მეთაურს აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანს, რომელიც ხელმძღვანელობს სუვერენულ საბჭოს და სწრაფი რეაგირების ძალების ლიდერ მოჰამედ ჰამდან დაღლოს, შორის. მხარეები ღია კონფლიქტში შევიდნენ და სუდანში სამოქალაქო ომი დაიწყო.