ამ გარეწარს [გიორგი გახარია] და მასთან ერთად რომ დგანან, რა თქმა უნდა, მათ გასამართლება მოუწევთ
ამ გარეწარს [გიორგი გახარია] და მასთან ერთად რომ დგანან, რა თქმა უნდა, მათ გასამართლება მოუწევთ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა.
"ამ გარეწარს [გიორგი გახარია] და მასთან ერთად რომ დგანან, რა თქმა უნდა, მათ გასამართლება მოუწევთ. რა თქმა უნდა, თეთრით შავზე დავუმტკიცებთ ყველაფერს, რას აკეთებდა, რისთვის აკეთებდა და ნაციონალური მოძრაობის მოყვანას როგორ ეხმარებოდა და ეხმარება დღესაც, რა კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ მეორე დღესვე საქართველო ომში უნდა ჩართოს, სასამართლოს დონეზე გვაქვს ყველა დოკუმენტი დალაგებული. რა თქმა უნდა, ამათ მოუწევთ მკაცრი პაუხისგება, მასაც და მისი პარტიის წევრებსაც, მათზე მეტი გაღიზიანება მაქვს. მათი უმრავლესობა ქართული ოცნების წევრები იყვნენ და ჩვენი მანდატით შევიდნენ პარლამენტში. დღეს რომ თავს იდებილებენ და იმეორებენ ნაციონალური მოძრაობის ნარატივს ერთიერთზე და უარესსაც გადადიან ზოგჯერ, რა თქმა უნდა, ისინი მკაცრ სასჯელს იმსახურებენ და გარწმუნებთ, რომ მიიღებენ კიდეც" – ამბობს ივანიშვილი.