უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები 800 მილიონ დოლარს გამოყოფს უკრაინაში დრონების წარმოების დასაფინანსებლად. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას ისაუბრა.
ზელენსკიმ ილაპარაკა პენტაგონის ხელმძღვანელთან ლოიდ ოსტინთან შეხვედრაზე, რომელმაც კიევში ვიზიტისას უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა.
„მზადდება კიდევ ერთი 800 მილიონი დოლარის ღირებულების ცალკე პაკეტი, რომელიც უკრაინული დრონების წარმოების დაფინანსებისთვის გამოიყოფა.
უკრაინა მადლიერია ამ მხარდაჭერისთვის
ჩვენ გვჭირდება, რომ, მიუხედავად ნებისმიერი პოლიტიკური საფრთხისა მსოფლიოში, უკრაინას შეუძლია მუდმივად დაიცვას თავისი სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა. ეს აუცილებლად მოხდება“, - დასძინა მან.
ასევე, ზელენსკის თქმით, მან და ოსტინმა განიხილეს უკრაინის "გამარჯვების გეგმის" განხორციელების საკითხი - "კონკრეტული ნაბიჯები, რომლებსაც შეუძლიათ "გეგმის" პუნქტების შესრულება.
„ჩვენ გვჭირდებ პარტნიორების მონდომება, განსაკუთრებით, რუსეთის მხარდაჭერაში ჩრდილოეთ კორეის ახალი როლის შესახებ ინფორმაციის ფონზე“ - განაცხადა ზელენსკიმ.