მოლდოვა არის ევროპა, ჩვენი მომავალი ერთად დაიწერება - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა X-ზე წერს.
რობერტა მეცოლა მოლდოვაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს ეხმიანება.
"ყოჩაღ, მოლდოვა. მადლობა თქვენი სიმამაცისთვის. მადლობა, მაია სანდუ.
თქვენმა ლიდერობამ და სიმამაცემ ისტორიის კურსი შეცვალა. ევროპა არის მოლდოვა. მოლდოვა არის ევროპა. ჩვენი მომავალი ერთად დაიწერება", - წერს მეცოლა.
მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ბიულეტინების 99.41% პროცენტის დათვლის შემდეგ 50.39% ევროინტეგრაციის მომხრეა, ხოლო 49.61% – წინააღმდეგი.
საპრეზიდენტო არჩევნებში კი ბიულეტინების 99,32 პროცენტის დათვლის შემდეგ მოქმედ პრეზიდენტს, მაია სანდუს ამომრჩეველთა 42.31%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მოლდოვის ყოფილ გენერალურ პროკურორს, სოციალისტების მიერ მხარდაჭერილ ალექსანდრე სტოიანოგლოს – 26.09 პროცენტმა.
კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნების მეორე ტური ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთი კანდიდატი პირველ ტურში 50 პროცენტზე მეტს ვერ მიიღებს.