ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, მოლდოველ ხალხსა და მაია სანდუს რეფერენდუმში ევროპულ არჩევანს ულოცავს და ამის შესახებ X-ში წერს.
"გილოცავთ მოლდოველ ხალხს და თქვენ [მაია სანდუს]. თქვენ ეს ისევ შეძელით! რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკის ფონზე, მოლდოვა აჩვენებს, რომ დამოუკიდებელია, ძლიერია და ევროპული მომავალი უნდა!" - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ბიულეტინების 99.41% პროცენტის დათვლის შემდეგ 50.39% ევროინტეგრაციის მომხრეა, ხოლო 49.61% – წინააღმდეგი.