ყურადღებით ვაკვირდებოდით არჩევნებსა და რეფერენდუმს მოლდოვაში. მოლდოვა არის ევროკავშირის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების წარმომადგენელმა, პიტერ სტანომ განაცხადა.
”ჩვენ ვიცით, რომ ეს არჩევნები ჩატარდა რუსეთისა და მისი მარიონეტების უპრეცედენტო ჩარევისა და დაშინების პირობებში, რომლებიც ცდილობდნენ მოლდოვაში დემოკრატიული პროცესის დესტაბილიზაციას,” - თქვა სტანომ და აღნიშნა, რომ დაფიქსირდა ხმების მოსყიდვის მცდელობა და ”დიდი პროპაგანდა” რუსეთის და მისი მარიონეტების მხრიდან.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კენჭისყრის შეფერხების მცდელობები გაგრძელდებოდა არა კვირების, არამედ თვეების განმავლოაბში, 20 ოქტომბრამდე დიდი ხნით ადრე.
‘ეს არის მიმდინარე ბრძოლა. ეს არის მიმდინარე ძალისხმევა რუსეთის და მისი მარიონეტების მხრიდან. არა მხოლოდ მოლდოვას, არამედ ჩვენი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართ. ეს არის გრძელვადიანი ბრძოლა. რატომაც შეიძლება, ზოგჯერ გამოჩნდეს, რომ რუსეთი წარმატებულია, არის ის, რომ მათ არ აქვთ საზღვრები. ჩვენ, ევროკავშირი, ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვიცავთ კონკრეტულ პრინციპებს, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ. ჩვენ ვიცავთ, მათ შორის, კანონებს. მაგრამ რუსეთი და მისი აქტორები არ სცემენ პატივს მათ. ისინი უფრო თავისუფალ გარემოში მოქმედებენ, ვიდრე ჩვენ. ჩვენ გვიწევს წესების დაცვა. მათ ეს არ უწევთ“, – განაცხადა სტანომ.
სტანომ დასძინა, რომელიც ევროკავშირი ელოდება როგორც კენჭისყრის, ასევე სადამკვირვებლო მისიების განცხადებების ოფიციალური შედეგების საბოლოო გამოცხადებას.
”ამის შემდეგ ჩვენ გავავრცელებთ ჩვენს ოფიციალურ განცახდებას”, - თქვა სტანომ.