აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა კიევში ვიზიტისას უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა.
ოსტინმა დახმარების ახალი პაკეტის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს გააკეთა.
„ჯო ბაიდენის ხელმძღვანელობით, შეერთებული შტატები აგრძელებს უკრაინისადმი დახმარების გაზრდას.
"ჯო ბაიდენის ხელმძღვანელობით, აშშ უკრაინის მხარდაჭერის ზრდას აგრძელებს. დღეს მსურს გამოვაცხადო პრეზიდენტის ახალი დახმარების პაკეტის, 400 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ, რომელიც უკრაინისთვის საბრძოლო მასალის, სამხედრო აღჭურვილობისა და იარაღის მიწოდებას მოხმარდება". - თქვა ოსტინმა
ოსტინი კიევში დღეს, ორშაბათს მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა.