ზუგდიდში, ერთ რეგიონში, დაახლოებით იგივე რაოდენობა გვყავდა შეკრებილი, რაც მთელმა რადიკალურმა ოპოზიციამ, თავისი ენჯეოებით, შეკრიბა თბილისში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის მხარდამჭერ მარსზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, თავისუფლების მოედანი არ იყო სავსე.
„თავისუფლების მოედანი არ იყო სავსე, იმისთვის, რომ ეს ჩავარდნა გადაეფარათ, ავრცელებდნენ ძველი აქციების კადრებს და მათ შორის, ჩვენი აქციის კადრები გაეპარათ. აქცია ჩაგივარდათ - ამ მოედანს არ სჭირდება დიდი რაოდენობით ხალხი. როცა კონკრეტულ ლოკაციაზე ატარებ აქციას, თუ ვერ შეავსებ ადგილს, ე.ი აქცია ჩაგივარდა. რეალურად, რადიკალურმა ოპოზიციამ - კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ 1 კვირით ადრე დაამთავრა არჩევნები. 100 ათასი გაყავით 6 -ზე, 7 -ზე და მიიღებთ იმ რიცხვს, რომელიც რეალობაა.
ზუგდიდში, ერთ რეგიონში, დაახლოებით იგივე რაოდენობა გვყავდა შეკრებილი, რაც მთელმა რადიკალურმა ოპოზიციამ, ყველა პარტიამ ერთად, თავისი ენჯეოების ჩათვლით, შეკრიბა თბილისში.
გუშინ საგულდაგულოდ გადამალეს ყველა პარტია, ყველა ენჯეო, სცენაზე არცერთი არ ასულა, მაგრამ ხალხი მაინც ვერ მიიყვანეს “, - განაცხადა კობახიძემ.