მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებზე ბიულეტინების 99,32 პროცენტის დათვლის შემდეგ მოქმედ პრეზიდენტს, მაია სანდუს ამომრჩეველთა 42.31%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მოლდოვის ყოფილ გენერალურ პროკურორს, სოციალისტების მიერ მხარდაჭერილ ალექსანდრე სტოიანოგლოს – 26.09 პროცენტმა.
კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნების მეორე ტური ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთი კანდიდატი პირველ ტურში 50 პროცენტზე მეტს ვერ მიიღებს.