“გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საუბარი, “ქართული ოცნების“ მხრიდან, სასაცილოა.
მეზვრიშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდი დამარცხებულია და ამას რეალურად იაზრებენ, ამიტომ პანიკურ მდგომარეობაში არიან.
„ამ საკითხე ცოტა მეცინება, რადგან წარმავალი ხელისუფლება, რომელსაც 5 დღე დარჩა, როცა ვინმეს იმპიჩმენტზე საუბრობს, ცოტა არ იყოს სასაცილოა. მე არ მგონია, რომ ამას საზოგადოება სერიოზულად აღიქვამს, მითუმეტეს, იმ ხელისუფლებისგან, რომელიც ერთ დღეს გაჟღერებულ დაპირებებს, მეორე დღეს ივიწყებს. დამარცხებულები არიან, ამას რეალურად იაზრებენ და ამისგან რაღაც პანიკურ მდგომარეობაში იმყოფებიან. ამიტომ სასაცილოა, კიდევ ერთხელ ვამბობ და მათ ურჩევნიათ, ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაბარებისთვის მოემზადონ“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდინარე კვირაში გადაეგზავნება.