გუშინ იყო პირველი წინასაარჩევნო აქცია საქართველოს ისტორიაში, სადაც ვერცერთმა კანდიდატმა სცენაზე ასვლა ვერ გაბედა, ვერცერთმა პოლიტიკოსმა ვერ გაბედა სცენაზე ასვლა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„მთელი კამპანია აქვთ რაოდენობასთან დაკავშირებით, კადრები ვნახე. კადრები რაც გაავრცელეს, ის კადრები თუ მართალია, ნამდვილად ჩანს ასეულობით ათასი ადამიანი რუსთაველზე, მთელი რუსთაველი თავიდან ბოლომდე არის გადაჭედილი და რატომ იკლებენ, ათეულობით ათასს რატომ ამბობენ, წარმოუდგენელი ამბავია. თავიდან თქვეს 100 ათასი, მერე თქვეს 190 ათასი, კადრებში ნახევარი მილიონი ჩანს. მერე სხვა კადრები ვნახეთ, დავიბენით ჩვენც, ხალხი ვართ. იმდენად ცუდ დღეში აღმოჩნდნენ, რომ მთელი ღამე წერდნენ ლაზერებზე და თაგვმა რომ კატა გამოთხარა, მერე ის დაემართათ. ის ლაზერის მიმნათებელი აღმოჩნდა ჯენზი თაობის წარმომადგენელი, რომელსაც ბავშვობა წაართვეს იმ აქციის ორგანიზატორებმა, რომელიც გუშინ ჩატარდა. ადამიანი გამოვიდა და თქვა, ბავშვობა წამართვესო. ამას დასცინიან და მამის დამჭრელს და პოლიციელის დაწვის მცდელობის ავტორს აგმირებენ. დედ-მამის გამფრთხილებელს დასცინიან. ეს არის პარადოქსი. გარდა იმისა, რა ფეიკების ცვენაც არის ამ ბოლო პერიოდში, ასეთ პარადოქსებსაც ვაწყდებით. ისინი არიან გაოგნებული თავიანთი გუშინდელი აქციის რაოდენობით და დღეს არის სრული ნირწამხდრობა მათი მხრიდან, რადგან სცენაზე ვერ ადიან, ხალხი ვერ მოჰყავთ, რეგიონებიდან ხალხის მობილიზება დაიწყეს და რამდენიმე ასეული ადამიანი ჩამოიყვანეს მხოლოდ. იმდენად საღადაოდ გაიხადეს თავი, გადადიან და მერე ამუნათებენ „ნაცმოძრაობის“ მსხვერპლს, რომელსაც ბავშვობა წაართვეს“, – განაცხადა მდინარაძემ.